ყოველწლიური ფესტივალი Burning Man აგვისტოს ბოლო კვირას იღებს სტარტს და ნევადას შტატის ბლექ-როკის უდაბნოში თითქმის 10 დღე გრძელდება.
უდაბნოში, რომელსაც „კოსმოსური“ პეიზაჟების წყალობით ბევრი ფანტასტიკური ფილმის დეკორაციას ადარებს, წელიწადში ერთხელ გრანდიოზული დისკოთეკა ეწყობა. ორიგინალური სკულპტურებით და ინსტალაციებით გაფორმებულ უდაბნოს ყოველთვის უამრავი ვარსკვლავური სტუმარი ჰყავს, რომლებიც უცნაურ ფუტურისტულ ტანსაცმელში გამოწყობილი სტუმრობენ წვეულებას.
წელს ბლექ-როკის საპატიო სტუმრებად ალესანდრა ამბროსიო, კარლი კლოსი და ჰაიდი კლუმი იქცნენ, რომელიც სიამოვნებით პოზირებდა არაჩვეულებრივი პეიზაჟის ფონზე ბოიფრენდთან ტომ კაულიტცთან და მის ძმასთან ერთად.