ამერიკულ კინოგაქირავებას ახალი ლიდერი ჰყავს – ,,რალფმა ინტერნეტი გააფუჭა”

ამერიკულ კინოგაქირავებას ახალი ლიდერი ჰყავს – ,,რალფმა ინტერნეტი გააფუჭა”
შოუბიზნესი / ნოემბერი 26, 2018

Box Office Mojo, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს კინოფილმების შემოსავალს, ტრადიციას არ ღალატობს და გასული უიქენდის მონაცემებს აქვეყნებს.

პოპულარული ვებგვერდის ინფორმაციით, ,,რალფმა ინტერნეტი გააფუჭა” ამერიკული კინოგაქირავების ახალი ლიდერია. ,,დისნეის” ანიმაციის ,,გამანადგურებელი რალფი” სიქუელმა მხოლოდ სამ დღეში, $55,672,000 მილიონი გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ მულტფილმის ბიუჯეტი $175 მილიონია.

სიის მეორე ადგილს, $35,293,000 მილიონით ასევე დებიუტანტი, ,,კრიდი 2” იკავებს, რომელმაც პოზიცია დოქტორ სეუსის წიგნის ,,როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” მესამე ეკრანიზაციას დაათმობინა. ,,გრინჩის” შემოსავალმა ამ კვირის მონაცემებით, $30,210,000 მილიონი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის ლიდერი, ,,ფანტასტიკური მხეცები: გრინდელვალდის დანაშაული”, 23-25 ნოემბერს გამომუშავებული $29,650,000 მილიონით, ამჯერად რეიტინგის მეოთხე ადგილზე მოექცა.

საუკეთესო ხუთეულს, ,,ბოჰემური რაფსოდია” ხურავს. ბიოპიკმა, ლეგენდარული ,,ქუინის” შესახებ, $13,855,000 მილიონი მოაგროვა.

პოპულარული სიახლეები