არიანა გრანდეს ახალ სიმღერას პლატინის სტატუსი მიენიჭა (ვიდეო)

არიანა გრანდეს ახალ სიმღერას პლატინის სტატუსი მიენიჭა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 28, 2018

ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA), არიანა გრანდეს ახალ სიმღერას პლატინის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ სინგლის Thank U, Next რელიზი 3 ნოემბერს შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 წლის მომღერლის უახლესი ნამუშევრის გამოსვლიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა.

სიახლის ასეთი შედეგი ახალგაზრდა შემსრულებლისთვის უკვე დიდი სტიმულია, რადგან ტრეკი ამავე სახელწოდების მეხუთე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც დღის სინათლეს უახლოეს მომავალში იხილავს.

 

View this post on Instagram

 

thank u 💿 i love u 🖤

A post shared by Ariana Grande (@arianagrande) on

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი მალე სიმღერის კლიპის გამოშვებასაც გეგმავს, რომლის თიზერი ამერიკელმა შემსრულებელმა ახლახან გამოაქვეყნა. ვიდეოს რეჟისორი ჰანა ლუქს დევისია, რომელსაც გრანდეს მუსიკალური რგოლების უმრავლესობა ეკუთვნის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ariana Grande (@arianagrande) on

შეგახსენებთ, რომ სიმღერა უკვე მესამე კვირაა ,,ბილბორდის ცხელ 100-ეულსა” და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩარტს ლიდერობს.

 

View this post on Instagram

 

for once i don’t really have words 🖤1️⃣🌬 i love u so much and thank u

A post shared by Ariana Grande (@arianagrande) on

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები