ბელა ჰადიდმა შეყვარებულს აბუ-დაბიში ჩააკითხა – მოდელმა დაუვიწყარი დასვენება მოიწყო (ფოტო)

ბელა ჰადიდმა შეყვარებულს აბუ-დაბიში ჩააკითხა – მოდელმა დაუვიწყარი დასვენება მოიწყო (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 26, 2018

მადლიერების დღე ჰადიდების ოჯახმა სრული შემადგენლობით აღნიშნა. საინტერესოა, რომ ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ ის ფაქტი, რომ ოჯახურ წვეულებაზე არ იმყოფებოდა ბელას მეგობარი ბიჭი, The Weeknd. გაირკვა, რომ მომღერალი აბუ-დაბიში დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებოდა.

ფოტოებიდან, რომლებიც ახალგაზრდა მოდელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ირკვევა, რომ დღესასწაულის შემდეგ, 22 წლის ვარსკვლავი თავის რჩეულთან ჩაფრინდა და მასთან ერთად დაუვიწყარი დასვენება მოიწყო.

 

View this post on Instagram

 

A post shared by (@bellahadid) on

,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზმა არც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მცხოვრები ბიძაშვილი, რიმა დაივიწყა და მის ქალიშვილებთან ერთად შეყვარებულის კონცერტზე გაერთო.

შეგახსენებთ, რომ ბელა ჰადიდმა და The Weeknd-მა რომანი ცოტა ხნის წინ განაახლეს. ინსაიდერის ინფორმაციით, ჰადიდების უმცროსი ქალიშვილისა და მუსიკოსის ქორწილი არც ისე შორსაა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები