,,ბილბორდის ცხელ 100–ეულს” არიანა გრანდე ლიდერობს

,,ბილბორდის ცხელ 100–ეულს” არიანა გრანდე ლიდერობს
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2018

Maroon 5-ისა და ქარდი ბის დუეტმა Girls Like You, რამდენიმე კვირიანი ლიდერობის შემდეგ, ,,ბილბორდის ცხელი 100-ეულის” სათავე დათმო. სიმღერამ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც არიანა გრანდეს უახლესი ნამუშევრის Thank U, Next დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ვარსკვლავის ახალი სინგლი, რომლის რელიზი 3 ნოემბერს შედგა, პირველივე კვირას ჩარტის წამყვან პოზიციაზე მოექცა.

სამეულს ტრევის სკოტისა და დრეიკის Sicko Mode ხურავს.

რეიტინგის მე-4 და მე-5 ადგილებს, Marshmello-სა და Bastille-ის Happier და Juice WRLD-ის Lucid Dreams ინაწილებენ.

ათეულში ასევე ჰელსი, Post Malone და Sheck Wes შედიან.

,,ბილბორდის ცხელი 100-ეულის” ტოპ 10-ეული ასეთია:

 

View this post on Instagram

 

#Hot100 top 10 💥

A post shared by Billboard (@billboard) on

პოპულარული სიახლეები