,,ბრალდებები ამ ისტორიაში სიმართლეს არ შეესაბამება” – რუსული რეალითი შოუს ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ კიტ ჰარინგტონთან სექსი ჰქონდა

,,ბრალდებები ამ ისტორიაში სიმართლეს არ შეესაბამება” – რუსული რეალითი შოუს ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ კიტ ჰარინგტონთან სექსი ჰქონდა
შოუბიზნესი / ნოემბერი 27, 2018

ამ დღეებში, ინტერნეტი ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავის, კიტ ჰარინგტონის შიშველმა ფოტომ მოიცვა. ფოტოზე, რომელიც ერთ-ერთ რუსულ გამოცემას, რელითი-შოუს, ,,სახლი 2” ვარსკვლავმა, ოლგა ვლასოვამ მიაწოდა, დედიშობილა მსახიობი ჩანს, რომელსაც საწოლზე სძინავს.

გამოცემასთან ინტერვიუში, ვლასოვამ აღიარა, რომ ჰარინგტონს ლუქსემბურგში შეხვდა და მასთან სექსი ჰქონდა:

,,ძალიან სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა. ჩვენ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ და მალე საქმე საწოლამდეც მივიდა. სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული დავრჩი. ალბათ იმიტომ, რომ არ მომწონს, როცა მამაკაცი ჩემი სიმაღლისაა”.

ოლგას თქმით, საკულტო სერიალში ჯონ სნოუს როლის შემსრულებელს ის დღემდე ხვდება, თუმცა სექსუალური ლტოლვა მის მიმართ აღარ აქვს:

,,ჩემს წარმოსახვაში კიტი გმირი იყო, მაგრამ სექსუალურად აღარ მიზიდავს”.

გოგონამ ასევე დასძინა, რომ ინგლისელი მსახიობი მასთან მაშინ იწვა, როცა ის უკვე როუზ ლესლიზე იყო დაქორწინებული.

გავრცელებულ ჭორებს მალევე უპასუხა 31 წლის მსახიობმა.

,,ბრალდებები ამ ისტორიაში სიმართლეს არ შეესაბამება. მე არასდროს ვყოფილვარ ლუქსემბურგში და არასდროს შევხვედრილვარ ოლგა ვლასოვას”, – განმარტა ჰარინგტონმა.

შეგახსენებთ, რომ კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის რომანი 2012 წელს, GOT-ის გადასაღებ მოედანზე დაიწყო. წყვილმა გასული წლის სექტემბერში ნიშნობის შესახებ განაცხადა, უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში კი იქორწინა.

პოპულარული სიახლეები