ჩენინგ ტატუმი ჯესი ჯეის დედასთან ერთად მომღერლის კონცერტზე გადაიღეს (ფოტო)

ჩენინგ ტატუმი ჯესი ჯეის დედასთან ერთად მომღერლის კონცერტზე გადაიღეს (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2018

ხმები ჩენინგ ტატუმისა და ჯესი ჯეის რომანის შესახებ, დროდადრო სულ უფრო მყარდება. გუშინ, 38 წლის ამერიკელი მსახიობი, ლონდონის ალბერტ-ჰოლში გადაიღეს, სადაც ინგლისელი შემსრულებლის მეოთხე სტუდიური ალბომის მხარდასაჭერი R.O.S.E. Tour-ის მორიგი კონცერტი გაიმართა.

საინტერესოა, რომ საღამოს 30 წლის შემსრულებლის დედაც დაესწრო, რომელიც ტატუმისგან ოდნავ მოშორებით იჯდა და ქალიშვილის პერფორმანსს თვალს ემოციურად ადევნებდა.

აღსანიშნავია, რომ შოუს დასრულების შემდეგ, ტატუმმა ,,ტვიტერზე” მომღერლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

,,აი, ეს მესმის”.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს ხვდება ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ისინი პირველად გოლფის თამაშისას შენიშნეს, მას შემდეგ კი 1 შვილის მამა არაერთხელ დააფიქსირეს ჯესის კონცერტებზე, მათ შორის სიეტლსა და სოლტ-ლეიკ-სიტიში.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები