CMA Awards 2018: კერი ანდერვუდის შთამბეჭდავი პერფორმანსი და ატირებული კიტ ურბანი და ნიკოლ კიდმანი (ფოტო/ვიდეო)

CMA Awards 2018: კერი ანდერვუდის შთამბეჭდავი პერფორმანსი და ატირებული კიტ ურბანი და ნიკოლ კიდმანი (ფოტო/ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 15, 2018

ნეშვილში Country Music Association Awards გაიმართა. საღამოს ისეთი ვარსკვლავები დაესწრნენ, როგორებიც: ბიბი რექსა, ქეინ ბრაუნი, ქელსი ბალერინი, ლუკ ბრაიანი, ლაიონელ რიჩი და სხვები არიან.

52-ე დაჯილდოების ცერემონიალის ტრიუმფატორი, კრის სტეპლტონი გახდა, რომელმაც 3 ჯილდო მიიღო.

40 წლის ქანთრის ვარსკვლავი ,,წლის მამაკაც ვოკალისტად” დასახელდა, Broken Halos-თვის კი ,,წლის სინგლისა” და ,,წლის სიმღერის” ნომინაციებში გაიმარჯვა.

,,წლის ქალი ვოკალისტი” კერი ანდერვუდი გახდა. ფეხმძიმე მომღერალმა, რომელიც შოუს ერთ-ერთი წამყვანი იყო, ნამდვილი ფურორი ჯერ კიდევ წითელ ხალიჩაზე მოახდინა, როცა უელ კამილოს კაბაში ფოტოგრაფებისთვის მოზრდილი მუცლით იპოზიორა, შემდეგ კი სიმღერაზე Love Wins ემოციური და შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

CMA Awards-ის მთავარი ჯილდოს, ,,წლის შოუმენის” წოდება კიტ ურბანს მიანიჭეს, რომელიც ცერემონიალზე მეუღლესთან, ნიკოლ კიდმანთან ერთად მივიდა. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეომ, რომელშიც ლაიონელ რიჩი 51 წლის მუსიკოსს გამარჯვებულად აცხადებს სოციალური ქსელი მოიცვა. ვიდეოში გაოგნებული ურბანი ჩანს, რომელსაც მეუღლე გამარჯვებას ულოცავს და ეხუტება. ვარსკვლავური წყვილი მოულოდნელი სურპრიზისგან ცრემლებს ვერ იკავებს. კადრში ასევე ლუკ ბრაიანის რეაქციაც მოხვდა, რომელიც ამავე კატეგორიის ერთ-ერთი ნომინანტი იყო. ის კიტის გამარჯვებულად გამოცხადებისას სკამიდან წამოხტა.

პოპულარული სიახლეები