გავრცელებული ინფორმაციით, Facebook მესენჯერის მომხმარებლებს სიახლეებს უმზადებს.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელი ერთდროულად რამდენიმე ახალი ფუნქციის ამოქმედებაზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი ,,ბნელი რეჟიმი’’ იქნება.
ფოტოებზე, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება, ჩანს, რომ ,,ფეისბუქი’’ მიმოწერის გრაფაში ახალი ეფექტების დამატებასაც გეგმავს.
ტესტირების რეჟიმშია ასევე მისალმების ახალი ,,ემოჯები’’.
როდის შეძლებს მომხმარებელი სიახლეებით სარგებლობას, ჯერ-ჯერობით უცნობია.