ფენომენალური ,,საყვარელი” – ტეილორ სვიფტმა ბოიფრენდი საჯაროდ პირველად ახსენა (ფოტო/ვიდეო)

ფენომენალური ,,საყვარელი” – ტეილორ სვიფტმა ბოიფრენდი საჯაროდ პირველად ახსენა (ფოტო/ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 26, 2018

უკვე 2 წელია, რაც ტეილორ სვიფტი ინგლისელ მსახიობს, ჯო ელვინს ხვდება. საინტერესოა, რომ აქამდე 28 წლის მომღერალს ახალი რჩეული საჯაროდ არსად უხსენებია.

ამ დღეებში, ამერიკელმა შემსრულებელმა მეგობარი ბიჭის მხარდასაჭერად, ,,ინსტაგრამზე” იმ ფილმის თიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც ელვინი მონაწილეობს.

,,ფენომენალური ,,საყვარელი”, რომლის პრემიერა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ხვალ გაიმართება”, – დაწერა ტეილორმა და პოსტზე ჯო მონიშნა.

აღსანიშნავია, რომ კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს, სვიფტის დიდი ხნის მეგობარი, ემა სტოუნი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მუსიკოსის პირადი ცხოვრებიდან ცნობილია არაერთი საყვარულის ისტორია, მათ შორის კი რომანები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც: ჯო ჯონასი, ტეილორ ლოტნერი, ჯონ მეიერი, ჯეიკ ჯილენჰოლი, ჰარი სტაილზი, კელვინ ჰარისი და ტომ ჰიდლსტონი არიან.

პოპულარული სიახლეები