ჰაიდი კლუმმა ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა

ჰაიდი კლუმმა ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა
შოუბიზნესი / ნოემბერი 27, 2018

ჰაიდი კლუმი, ახალგაზრდა ბოიფრენდთან, ტომ კაულიცთან და შვილებთან ერთად, მექსიკაში ისვენებს.

ამ დღეებში, გერმანელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები განათავსა, რომლებშიც 45 წლის სუპერმოდელი თეთრ თეთრეულსა და წელს ზევით შიშველი, აუზში პოზირებს.

საინტერესოა, რომ ფოტოებს ლამაზმანის თაყვანისმცემლებისგან დიდი რეზონანსი მოჰყვა. ჰაიდის ფანები აღნიშნავენ, რომ ასაკის მიუხედავად ის შესანიშნავ ფორმაშია, რის გამოც ის მასზე ასაკით პატარა მამაკაცების ყურადღებას მარტივად იქცევს. შეიძლება ითქვას, რომ შედეგი სახეზეა, რადგან Tokio Hotel-ის გიტარისტი, რომელსაც კლუმი აჟამად ხვდება, 29 წლისაა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები