ჰეილი ბიბერი – ჰეილი ბოლდუინმა გვარი შეიცვალა (ფოტო)

ჰეილი ბიბერი – ჰეილი ბოლდუინმა გვარი შეიცვალა (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 19, 2018

ჰეილი ბოლდუინი ჰეილი ბიბერი გახდა. მსახიობ, სტეფან ბოლდუინის ქალიშვილი მეუღლის, ჯასტინ ბიბერის გვარზე გადავიდა. ამის შესახებ, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 21 წლის ვარსკვლავის ,,ინსტაგრამზე” ძიებისას, ჰეილი ბოლდუინის ნაცვლად, ჰეილი ბიბერი აღმოაჩინეს.

 

აღსანიშნავია, რომ ,,ფეისბუქისა” და ,,ტვიტერის” ანგარიშებზე ჰეილი ბოლდუინის სახელი უცვლელია.

საინტერესოა, რომ ამ დღეებში 23 წლის შემსრულებელმა ფოტო გააზიარა, სადა ის მოდელთან ერთად ჩანს. აღწერისას, მან დაწერა: ,,ჩემი ცოლი მშვენიერია”.

 

View this post on Instagram

 

My wife is awesome

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მომღერალი და ალეკ ბოლდუინის ძმიშვილი მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნენ. სექტემბერში მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა. ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

პოპულარული სიახლეები