ჰეილი ბოლდუინი ჯასტინ ბიბერთან გადაცხოვრდა (ფოტო)

ჰეილი ბოლდუინი ჯასტინ ბიბერთან გადაცხოვრდა (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 28, 2018

ჰეილი ბოლდუინმა მშობლიური ტუსონი ლონდონზე გაცვალა. 22 წლის ვარსკვლავი არიზონადან კანადაში, მეუღლის, ჯასტინ ბიბერის სახლში გადაცხოვრდა.

ახალგაზრდა მოდელმა ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ონტარიოს შტატში საგრძნობლად ცივა, რადგან ალეკ ბოლდუინის ძმისშვილს ზამთრის თბილი სამოსი აცვია.

საინტერესოა, რომ ჰეილი მეგობართან ერთად, საშობაო მაღაზიას სტუმრობდა, სადაც საყვარელი მეორე ნახევრისთვის საჩუქრები შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილი მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნოემბერში საიდუმლოდ დაქორწინდნენ. ინსაიდერის თქმით, გოგონა ახალგაზრდა მუსიკოსს ადრეც ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც ჩანს ბედმა ისინი კვლავ დააკავშირა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები