ჯასტინ ბიბერი ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს (ფოტო)

ჯასტინ ბიბერი ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 26, 2018

გავრცელებული ინფორმაციით, ჯასტინ ბიბერი ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ კანადელმა მომღერალმა დროებით მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა, როგორც ჩანს ის უსაქმოდ ყოფნას და სახლში ჯდომას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ, ,,ინსტაგრამზე” გაჩნდა ექაუნთი, drewhouse, რომლის ემბლემა ყვითელი სმაილია. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა შემსრულებელი მსგავსი ლოგოტიპის სამოსით არაერთხელ გადაუღიათ, რის გამოც ჯეი ბის თაყვანისმცემლები ეჭვობენ, რომ ახალი ანგარიში კანადელი მუსიკოსის მომავალი ინტერნეტ-მაღაზიის პროფილია. ამასთან, ფაქტებს ისიც ამყარებს, რომ 24 წლის ვარსკვლავის სრული სახელი – ჯასტინ დრიუ ბიბერია.

ინსაიდერის თქმით, სახელობითი ბრენდის შექმის იდეა ბიბერს მეუღლემ, ჰეილი ბოლდუინმა შთააგონა.

შეგახსენებთ, რომ ალეკ ბოლდუინის ძმისშვილი, სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით, ტანსაცმლის საკუთარ ხაზს 2016 წლიდან აწარმოებს. 22 წლის მოდელმა ახლახან სავაჭრო ნიშნის ,,ჰეილი ბიბერი” რეგისტრაციისთვის განაცხადიც შეიტანა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები