ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა მადლიერების დღე შვილებთან ერთად აღნიშნეს (ფოტო)

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა მადლიერების დღე შვილებთან ერთად აღნიშნეს (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 23, 2018

ალექს როდრიგესმა ,,ინსტაგრამის” ორ მილიონზე მეტ გამომწერს, მადლიერების დღის მისაცოლი შავ-თეთრი ფოტო გაუზიარა. საინტერესოა, რომ ოჯახურმა ფოტომ, რომელშიც 43 წლის ბეისბოლისტი, თავის რჩეულ, ჯენიფერ ლოპესთან, მომღერლის ტყუპებთან და ქალიშვილებთან ერთად საწოლშია გადაღებული, ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკა გამოიწვია.

ვარსკვლავური წყვილის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ალექსის გოგონები მათი ბიოლოგიური დედისგან, სინტია სკერტისისგან განსხვავებით, უფრო მეტ დროს ჯეი ლოსთან ატარებენ.

,,მადლობელი ვარ, რომ დღეს მათთან ერთად ვიწყებ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. მადლიერების დღეს გილოცავთ”, – აღნიშნულია პოსტის აღწერაში, რომელსაც მოგვიანებით რამდენიმე ,,სთორიც” მოჰყვა.

საინტერესოა, რომ ,,სთორიში” გაზიარებულ რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოში, დღესასწაულის ტრადიციული ინდაურის კერძის მზადების პროცესია ასახული.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები