ჯესიკა ჩესტეინი დედა პირველად გახდა. 41 წლის ვარსკვლავისა და უძველესი იტალიური გვარის შთამომავლის, ჟან ლუკა პასი დე პრეპოსულოს ოჯახში პატარა 4 თვის წინ დაიბადა.
საინტერესოა, რომ მოულოდნელი სიახლის შესახებ ცნობილი ამ დღეებში გახდა, როცა ,,ოსკარებზე” ნომინირებული მსახიობი პაპარაცებმა ახალშობილთან ერთად, ნიუ-იორკში, პედიატრიულ კლინიკაში მიმავალი გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ გოგონა ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა. წყვილმა ქალიშვილს ჯულიეტა დაარქვა.