ჯიმი ფელონმა ბობ დილანი ცირკში წაიყვანა – ლეგენდარულ მომღერალს სიტყვაც არ დასცდენია (ფოტო)

ჯიმი ფელონმა ბობ დილანი ცირკში წაიყვანა – ლეგენდარულ მომღერალს სიტყვაც არ დასცდენია (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 26, 2018

ჯიმი ფელონის ღამის შოუს მორიგი სტუმარი, ბობ დილანი იყო. ლეგენდარული მომღერალი გადაცემის წამყვანმა ცირკში წაიყვანა. საცირკო წარმოდგენის ყურებისას, 77 წლის ვარსკვლავი და შოუს მთავარი სახე ვისკის Heaven’s Door სვამდნენ, რომელიც მუსიკოსის პარტნიორობით ისხმევა. გადაცემის ეს ეპიზოდი სწორედ ვისკის რეკლამისთვის გამოიყენეს.

საინტერესოა, რომ მხიარული ეპიზოდის განმავლობაში, ამერიკელი შემსრულებელი უხმოდ იჯდა. მას სიტყვაც არ დასცდენია, რასაც თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ დილანის ასეთ მდგომარეობაში ხილვა უცნაურია, თუმცა, ეს ფაქტი მას კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ბობ დილანი ლიტერატურის დარგში, „ამერიკული სიმღერის წიაღში ახალი პოეტური ექსპრესიის შექმნისთვის”, ნობელი პრემიით დაჯილდოვდა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები