კაილი ჯენერი 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავია

კაილი ჯენერი 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავია
შოუბიზნესი / ნოემბერი 28, 2018

,,ფორბსმა”, 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ძირითადად სპორტული სამყაროს წარმომადგენლები მოხვდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარ ვარსკვლავად კაილი ჯენერი დასახელდა. 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე არსებული მონაცემებით, 21 წლის სელებრითის შემოსავალმა 166,5 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გოგონას ასეთი შედეგი საკუთარი კოსმეტიკური კომპანიიდან Kylie Cosmetics მიღებული თანხის დამსახურებაა.

სიას ედ შირანი აგრძელებს. ინგლისელი მომღერალი ერთი წლის განმავლობაში 110 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

საუკეთესო სამეულს ნეიმარი ხურავს. პარი სენ-ჟერმენის მე-10 ნომრის ანგარიშზე 90 მილიონი დოლარია.

 

30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების ტოპ 10-ეული ასეთია:

  1. კაილი ჯენერი ($166.5 მლნ.)
  2. ედ შირანი $110 (მლნ.)
  3. ნეიმარი ($90 მლნ.)
  4. ტეილორ სვიფტი ($80 მლნ.)
  5. The Weeknd ($57 მლნ.)
  6. ჯეიმს ჰარდენი ($46.4 მლნ.)
  7. დრიუ ტაგარტი, The Chainsmokers ($45.5 მლნ.)
  8. საულ ალვარესი ($44.5 მლნ.)
  9. დერეკ ქარი ($42.1 მლნ.)
  10. ჯორდან სპიტი ($41.2 მლნ.)

პოპულარული სიახლეები