,,კი, როგორ არა და მე ბიონსე ვარ” – სელინ დიონმა საბავშვო ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა (ვიდეო)

,,კი, როგორ არა და მე ბიონსე ვარ” – სელინ დიონმა საბავშვო ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 15, 2018

,,მოდა ხალხის გონებას აყალიბებს. შთააგონეთ თქვენს შვილებს თავისუფლება, რათა მათ თავიანთ ინდივიდუალურობას ტანსაცმლით გაუსვან ხაზი”, – სწორედ ასე აღწერს სელინ დიონი საბავშვო ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს, Celinununu, რომლის სარეკლამო რგოლი ლეგენდარულმა მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.

ვიდეოში, 50 წლის ვარსკვლავი სამშობიაროშია გადაღებული. ის ახალშობილებთან შედის და შავ-თეთრ ბრჭყვიალებს ჰაერში ფანტავს, რის შედეგადაც სხვადასხვა ფერის ბოდეებში გამოწყობილი პატარები დალმატინელის მსგავს კოსტიუმებში გვევლინებიან. ამის შემდეგ, დიონი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გაურბის, თუმცა მას იჭერენ და ხელბორკილებს ადებენ.

საინტერესოა, რომ დაკავებული მუსიკოსი იმის ნიშნად, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს, თავის ვინაობას ამხელს, რაზეც ერთ-ერთი წესრიგის დამცველი პასუხობს: ,,კი, როგორ არა და მე ბიონსე ვარ”.

 

View this post on Instagram

 

« I’ve always loved nununu and what they represent. Partnering with them to encourage a dialogue of equality and possibility makes so much sense. » – Céline xx… Céline and kids wear brand nununu launch new children’s fashion brand #CELINUNUNU. @Celinununu unites two forces by one voice: fashion has the power to shape people’s minds. The brand breaks stereotypes and inspires children to be free and find their own individuality through clothes. . #Celinununu . . « J’ai toujours aimé nununu et ce qu’ils représentent. Il est donc naturel de m’associer à eux pour encourager un dialogue sur l’égalité. » – Céline xx… Céline et la marque de vêtements pour enfants nununu lance #CELINUNUNU, une nouvelle gamme de vêtements pour enfants. @Celinununu unit deux forces en une seule voix: la mode a le pouvoir de façonner l’esprit des gens. Inspirez vos enfants à être libres et à trouver leur propre individualité à travers les vêtements. . #celinununu

A post shared by Céline Dion (@celinedion) on

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები