კიმ კარდაშიანის პროვოკაციულ და სექსუალურ ლუქებს უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ. 38 წლის ვარსკვლავი ყოველთვის ცდილობს ხაზი გაუსვას სხეულის იმ ნაწილებს, რომლითაც მილიონებს შოულობს.
საინტერესოა, რომ ამ დღეებში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო სახე, მეუღლესთან, კანიე უესტთან ერთად, საიუველირო მაღაზიას სტუმრობდა.
ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ცნობილი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი არატრადიციული სამოსითაა აღბეჭდილი. ამჯერად, კიმმა ყველა შოკში ჩააგდო, როცა საშოპინგოდ გამოსულმა უპირატესობა შავ ანსამბლს მიანიჭა და ამ ფერის დახურული კომბინიზონითა და ბოტასით გამოჩნდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ეპატაჟური რეპერის ჩაცმულობა. 41 წლის შემსრულებელმა არჩევანი ქეჟუალ სტილზე გააკეთა და ატლასის ლურჯი ქურთუკი, თეთრი მაისური, მუქი ლურჯი შარვალი და ნაცრისფერი სნიკერსი მოირგო.