კრის მარტინმა Take That-ს იუბილე სახალისო ვიდეოთი მიულოცა

კრის მარტინმა Take That-ს იუბილე სახალისო ვიდეოთი მიულოცა
შოუბიზნესი / ნოემბერი 27, 2018

23 ნოემბერს, Take That-ის კომპილაციური ალბომის Odyssey რელიზი შედგა. საინტერესოა, რომ დისკი ინგლისური ბენდის 30 წლის იუბილეს აღსანიშნად გამოიცა. ფირფიტაში ჯგუფის საუკეთესო ჰიტების განახლებული ვერსიები და სამი ახალი სიმღერა: Spin, Everlasting და Out of Our Heads შედის, რომელიც 11 ოქტომბერს გამოვიდა.

ამ დღეებში, საყვარელ კოლექტივს იუბილე სახალისო ვიდეოთი მიულოცა Coldplay-ის ვოკალისტმა, კრის მარტინმა. ვიდეოში, რომელიც Take That-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა, 41 წლის ვარსკვლავი, ბიჭების სადებიუტო სინგლს Do What U Like ასრულებს და არაორდინალურად ცეკვავს.

,,30 წელი გავიდა, მე კი დღემდე ვუსმენ. არ ვნებდები და ვლოცულობ, რომ ოდესმე ბენდში სამღერად დამიძახებთ”, – ამბობს მარტინი.

https://twitter.com/takethat/status/1065954755887984640?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1065954755887984640&ref_url=https%3A%2F%2Fpopmusic.ge%2Farticle%2F5563-nakhet-kris-martinma-take-30-clis-iubile-tsekvit-aghnishna

შეგახსენებთ, რომ Take That 1990 წელს, მანჩესტერში ჩამოყალიბდა. ჯგუფი მუსიკალურ კარიერას გერი ბარლოუს, ჰოვარდ დონალდისა და მარკ ოუენის შემადგენლობით აგრძელებს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები