LG 16 კამერიან ტელეფონს გამოუშვებს (ფოტო)

LG 16 კამერიან ტელეფონს გამოუშვებს (ფოტო)
Hi Tech / ნოემბერი 26, 2018

LG 16 კამერიან ტელეფონს გამოუშვებს. კამერები სმარტფონის უკანა მხარეს იქნება განთავსებული.

ირკვევა, რომ ახალი სმარტფონის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთდროულად რამდენიმე ობიექტი სხვადასხვა ლინზით გადაიღოს, რაც სერიიდან საუკეთესოს არჩევის საშუალებას მისცემს. ამასთან, LG-ის 16 კამერიანი ტელეფონის მომხმარებელი კადრში ადამიანის ან ობიექტის თავის ამოღების შემთხვევაში, მათ ნებისმიერ სასურველ პოზიციაში მოაქცევს.

 

 

საინტერესოა, რომ სმარტფონს უკანა პანელზე, კამერასთან ახლოს ფლეში და სარკე აქვს, რომლითაც მომხმარებლები ფოტოების გადაღებას ავტოპორტრეტის რეჟიმში შეძლებენ.

საკვანძო სიტყვები

LG

პოპულარული სიახლეები