ლუდისგან გათამამებული ჯენიფერ ლოურენსი შეყვარებულს ტრიბუნაზე კოცნის (ფოტო)

ლუდისგან გათამამებული ჯენიფერ ლოურენსი შეყვარებულს ტრიბუნაზე კოცნის (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 6, 2018

მაისში, ჯენიფერ ლოურენსმა ერთ-ერთ გალა საღამოზე დარენ არონოფსკი ,,ძალიან კარგ მეგობრად” მოიხსენია, რითაც მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გავრცელებული ხმები ,,ოსკაროსანი” მსახიობისა და რეჟისორის დაშორების შესახებ მაშინ განმტკიცდა, როცა ლოურენსი პაპარაცებმა ახალი პარტნიორის კამპანიაში გადაიღეს. ფოტოებზე, რომლებიც მაშინ ქსელში გავრცელდა ყველასთვის უცნობი მამაკაცი ჩანდა, რომლის ვინაობა ტაბლოიდმა მალევე გაარკვია.

საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კუკ მარონი გალერეა Gladstone 64-ის დირექტორია. როგორც ცნობილია, ჰოლივუდელმა ლამაზმანმა და ხელოვნებით გატაცებულმა მარონიმ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან, ლორა სიმპსონისგან გაიცნეს. წყვილი ერთად 28 წლის ვარსკვლავის ყოფილი ბოიფრენდების, მათ შორის ნიკოლას ჰოლტის გარემოცვაშიც შეუნიშნავთ, ამ დღეებში კი ისინი ჰოკეის გუნდების,  ,,ნიუ-იორკ რეინჯერებისა” და ,,ბუფალო სეიბერსის” შეხვედრას დაესწრნენ.

როგორც ჩანს, ამერიკელი მსახიობი ჰოკეის დიდი მოყვარული არ არის, რადგან მან დროის უმეტესი ნაწილი ახალ რჩეულთან ფლირტს დაუთმო. ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე წყვილი ერთმანეთს თვალს ვერ წყვეტს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურობით ლოურენსი გამოირჩევა, რომელიც საღამოზე ლუდს მიირთმევდა.

აღსანიშნავია, რომ ლოურენსი ალკოჰოლმა ისე გაათამამა, რომ მან ბოიფრენდს პირდაპირ კამერების წინ აკოცა.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერს რომანს ასევე Coldplay-ის ვოკალისტთან, კრის მარტინთან მიაწერდნენ.

 

პოპულარული სიახლეები