,,მე შენ მიყვარხარ” – ჰაიდი კლუმმა ტომ კაულიცს სიყვარული აუხსნა (ფოტო)

,,მე შენ მიყვარხარ” – ჰაიდი კლუმმა ტომ კაულიცს სიყვარული აუხსნა (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 22, 2018

ჰაიდი კლუმისა და ტომ კაულიცის რომანი აქტიურ ფაზაში გადავიდა. 45 წლის სუპერმოდელი ახალ სიყვარულს აღარ მალავს.

გერმანელმა ვარსკვლავმა ,,ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სანაპიროზე, მზის ჩასვლის ფონზეა გადაღებული. ფოტოზე, კლუმი მასზე, 16 წლით უმცროს, წელს ზევით შიშველ ახალგაზრდა მუსიკოსთან ერთადაა აღბეჭდილი. ჰაიდი ტომს ეხუტება, რომელიც საპასუხოდ საყვარელ ქალს კოცნის.

 

View this post on Instagram

 

❤️ Thank you Henry for the picture

A post shared by Heidi Klum (@heidiklum) on

საინტერესოა, რომ 4 შვილის დედამ შავ-თეთრი ,,სთორიც” გააზიარა, რომელშიც ღიმილიანი Tokio Hotel-ის გიტარისტი გულშია ჩასმული და ,,მე შენ მიყვარხარ” აწერია.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილის რომანის შესახებ ცნობილი მარტში გახდა. პირველად, საზოგადოების წინაშე ისინი მაისში, კანის 71-ე კინოფესტივალზე გამოჩნდნენ.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები