,,მეფე ლომის” კინოვერსიის პირველი ოფიციალური ტრეილერი და პოსტერი გამოქვეყნდა (ფოტო/ვიდეო)

,,მეფე ლომის” კინოვერსიის პირველი ოფიციალური ტრეილერი და პოსტერი გამოქვეყნდა (ფოტო/ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 23, 2018

,,დისნეიმ”, კლასიკური ანიმაციის ,,მეფე ლომი” კინოვერსიის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეოს, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს კადრებს 1994 წლის მულტფილმიდან, შეუძლებელია ემოციების გარეშე უყურო.

თუ გავთვალისწინებთ, რომ კინოსურათის რეჟისორი, ჯონ ფავროა, მარტივი წარმოსადგენია, როგორი შთამბეჭდავი იქნება ეკრანიზაციის სრული ვერსია. ,,ჯუნგლების წიგნის” 2018 წლის ადაპტაცია სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის.

საინტერესოა, რომ კინოკომპანიმ ქსელში რიმეიქის საიმიჯო პოსტერიც გააზიარა, რომელშიც მხოლოდ პატარა სიმბა ჩანს.

,,დაიკავე შენი ადგილი” – წერია პოსტში, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ,,მეფე ლომი” დიდ ეკრანებზე 2019 წლის 19 ივლისს გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის რელიზი ისეთ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, როგორიც საკულტო ანიმაციის 25 წლის იუბილეა.

შეგახსენებთ, რომ პროექტში ისეთ პერსონაჟებს, რომელთაც ბავშვობაში ბევრჯერ დაგვამწუხრეს და გაგვახალისეს, სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, დონალდ გლოვერი და სპეციალური მოწვევით, ბიონსე ახმოვანებენ.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები