მერაია ქერის ქარდი ბისთან დუეტის ჩაწერა სურდა – მომღერალი ენდი კოენს სტუმრობდა (ვიდეო)

მერაია ქერის ქარდი ბისთან დუეტის ჩაწერა სურდა – მომღერალი ენდი კოენს სტუმრობდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 26, 2018

ამ დღეებში, მერაია ქერი ენდი კოენის გადაცემის Watch What Happens Live სტუმარი იყო. ლეგენდარული მომღერალი შოუს წამყვანს, ახალი დისკის შესახებ ესაუბრა და თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა.

49 წლის შემსრულებელი გამოტყდა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებდა ქარდი ბისთან და ლილ კიმთან. მერაიას თქმით, იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა სინგლზე A No No მუშაობდა. საინტერესოა, რომ სიმღერში ლილ კიმის ტრეკის Crush on You სემპლია გამოყენებული.

,,მინდა, რომ ეს მოხდეს. A No No, რომელიც თავდაპირველად ლილ კიმის სიმღერა იყო, იმედი მქონდა, რომ სამი ჩვენგანის კოლაბორაცია იქნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა”, – სინანულით აღნიშნა ქერიმ.

შეგახსენებთ, რომ ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ, Caution მერაია ქერის მეთხუთმეტე სტუდიური ალბომია, რომლის რელიზი 16 ნოემბერს შედგა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები