„მოსიარულე მკვდრები“ 2016-2017 წლების ყველაზე პოპულარული სერიალია

„მოსიარულე მკვდრები“ 2016-2017 წლების ყველაზე პოპულარული სერიალია
შოუბიზნესი / მაისი 30, 2017

2016-2017 წლების ტელესეზონი დასრულდა და მიუხედავად „მოსიარულე მკვდრების“ საეჭვო მე-7 სეზონისა, პროექტმა მაინც შეძლო, უკან მოიტოვა კონკურენტები და სეზონის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.

18-დან 49 წლამდე ასაკის კატეგორიაში პროექტი აბსოლუტური ლიდერი გახდა – აშშ-ში მას უფრო მეტი თაყვანისმცემელი აღმოუჩნდა, ვიდრე ფეხბურთს. მეორე ადგილზე „დიდი აფეთქების თეორია“ იმყოფება, სამეულს კი ახალი დრამა „ეს ჩვენ ვართ“ ხურავს. მას მოსდევს „იმპერია“ და „ამერიკული ოჯახი“.

პოპულარული სერიალების ათეულში „გრეის ანატომია“, „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, „სკანდალი“ და სხვა პროექტები იმყოფება.

პოპულარული სიახლეები