,,ნეტფლიქსმა” Dumplin’-ის თრეილერი გამოუშვა (ვიდეო)

,,ნეტფლიქსმა” Dumplin’-ის თრეილერი გამოუშვა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 15, 2018

,,ნეტფლიქსმა” ახალი პროექტის პირველი ოფიციალური თრეილერი წარმოადგინა. Dumplin’, რომლის რეჟისორი ენ ფლეტჩერია, ჯული მერფის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.

ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი და დანიელ მაკდონალდი ასრულებენ, 7 დეკემბერს გამოვა.

სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება ტეხასის ერთ-ერთ პატარა ქალაქში განვითარდება. ენისტონის პერსონაჟი, როზი დიკსონი სილამაზის ყოფილი დედოფლის როლს ასრულებს, რომელიც სათავეში ადგილობრივ თინეიჯერულ კონკურსს ჩაუდგება. დიკსონის ქალიშვილი ჭარბწონიანი მოზარდი, უილია, რომელიც დედის პროტესტის ნიშნად, გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ კინოსურათის საუნდტრეკი დოლი პარტონის სიმღერებისგან შედგება, რომლის რელიზი 30 ნოემბერს შედგება. ცნობილია, რომ მუსიკალურ ალბომში ქანთრის ვარსკვლავის ცნობილი ჰიტების 6 რიმეიქი და რამდენიმე ახალი სიმღერა შევა. ფირფიტიდან ქსელში უკვე გამოქვეყნდა Girl in the Movies და დუეტი სიასთან Here I Am, რომლის თავდაპირველი ვერსია ლეგენდარული მომღერლის 1971 წელს გამოცემულ დისკში Coat of Many Colors შედის .

პოპულარული სიახლეები