ნიკი მინაჟისა და ქარდი ბის დაპირისპირება გრძელდება – გადაწყვიტე რომელი ხარ: მსხვერპლი თუ განგსტერი?!

ნიკი მინაჟისა და ქარდი ბის დაპირისპირება გრძელდება – გადაწყვიტე რომელი ხარ: მსხვერპლი თუ განგსტერი?!
შოუბიზნესი / ოქტომბერი 30, 2018

თანამედროვეობის ორი ქალი რეპერის, ნიკი მინაჟისა და ქარდი ბის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა. რამდენიმე საათის წინ, ნიკიმ რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში, სადაც მას საკუთარი შოუ Queen Radio მიჰყავს, ქარდი ბისთან ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა. 35 წლის არტისტმა ასევე აღნიშნა, რომ 100,000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს გამოაქვეყნებს.

ნიკის მალევე გამოეხმაურა ქარდი, რომელმაც ,,ინსტაგრამზე” საპასუხო რამდენიმე ვიდეო გააზიარა, რომლებიც ნიკის დაზარალებულ მეგობარს, რა ალის, სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობასა და მის მინაჟთან დამოკიდებულებას მიუძღვნა.

ქარდი ნიკის ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მინაჟს მისი სიტყვების უნდა რცხვენოდეს.

,,როგორ არ გრცხვენია, როცა ამბობ, რომ თავს დაგესხი. გადაწყვიტე რომელი ხარ: მსხვერპლი თუ განგსტერი?!”, – ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში 26 წლის არტისტი.

ქარდიმ ასევე თქვა, რომ ის ნიკისთან კონფლიქტზე საუბარს აღარ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ პოპულარულ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს შორის დაპირისპირება სექტემბერში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის წვეულებაზე დაიწყო, როცა ქარდი ბიმ ნიკი მინაჟს ფეხსაცმელი ესროლა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები