ნოა საირუსმა სიმღერაზე Mad at You ინტიმური კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

ნოა საირუსმა სიმღერაზე Mad at You ინტიმური კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 15, 2018

ნოა საირუსმა სიმღერის Mad at You კლიპი გამოაქვეყნა. ბალადა, რომელიც Gallant-თან დუეტია, 18 წლის ვარსკვლავის სადებიუტო მინი-ალბომში Good Cry შედის. საინტერესოა, რომ სინგლის რელიზი 7 სექტემბერს, მას შემდეგ შედგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერალი შეყვარებულს, Lil Xan დაშორდა.

მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ მაილის უმცროსმა დამ კომპოზიცია სწორედ 22 წლის რეპერს მიუძღვნა, თუმცა ჭორებს წერტილი თავად ნოამ დაუსვა და ხმები უარყო. მისი თქმით, ტრეკი ბევრად ადრე იქამდე შეიქმნა, ვიდრე ისინი რომანს გააბამდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინტიმური ვიდეო რომანტიკულ ტექსტზე შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები