პერის ჰილტონი და კრის ზილკა დაშორდნენ

პერის ჰილტონი და კრის ზილკა დაშორდნენ
შოუბიზნესი / ნოემბერი 20, 2018

ერთი თვის წინ, პერის ჰილტონმა კრის ზილკასთან ქორწილის თარიღი გადადო. ცვლილების მიზეზად მაშინ, ამერიკელი ვარსკვლავის გადატვირთული გრაფიკი დასახელდა, თუმცა ირკვევა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

,,ისინი ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ, რადგან პერისი მიხვდა, რომ კრისი მისი ცხოვრების მამაკაცი არ იყო”, – თქვა 37 წლის სელებრითთან დაახლოებულმა წყარომ.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთად აღარ არის, ჰილტონების გვარის შთამომავალი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მეგობრებად დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ კრისმა პერისს ხელი მიმდინარე წლის იანვარში, ასპენის მთებში, საშობაო არდადეგებისას სთხოვა. ბეჭდის ღირებულება, რომელიც მსახიობმა სატელევიზიო სახეს დააბნია, 2 მილიონი დოლარია. მათი ქორწილი ნოემბერში იგეგმებოდა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები