რიტა ორას, ბიბი რექსასა და ჰელსის ლუქები ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუზე (ფოტო)

რიტა ორას, ბიბი რექსასა და ჰელსის ლუქები ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუზე (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 9, 2018

ნიუ-იორკში 2018 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუ გაიმართა. ფოტოგრაფების ობიექტივში სხვა სელებრითებთან ერთად, რიტა ორა, ბიბი რექსა და ჰელსი მოხვდნენ.

თანამედროვეობის სამი საუკეთესო შემსრულებელი ,,ანგელოზებთან” ერთად პოდიუმზეც გამოჩნდა და ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ჰიტები შეასრულა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლუქები, რომლითაც ახალგაზრდა ვარსკვლავებმა პერფორმანსი შემოგვთავაზეს.

რიტამ არჩევანი შავ, ბიბიმ – ვარდისფერ, ხოლო ჰელსიმ თეთრ ფერს მიანიჭა და აქცენტი სხეულის სექსუალურ ნაწილებს გაუსვა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებას მუსიკალურად ასევე The Chainsmokers, ქელსი ბალერინი, შონ მენდესი და The Struts აფორმებდნენ. საღამო, ABC-ის ეთერში 2 დეკემბერს გავა.

პოპულარული სიახლეები