,,სამეფო კარის თამაშების” დაწყების თვე დასახელდა

,,სამეფო კარის თამაშების” დაწყების თვე დასახელდა
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2018

,,ყოველი ბრძოლა,

ყოველი ღალატი,

ყოველი რისკი,

ყოველი ჩხუბი,

ყოველი მსხვერპლი,

ყოველი სიკვდილი,

ყველაფერი #ტახტისთვის”,

– სწორედ ასე აღწერს ,,სამეფო კარის თამაშები” ქსელში გამოქვეყნებულ ფინალური სეზონის თიზერს.

ვიდეოში, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განვლილი ეპიზოდების ყველაზე ამაღელვებელი კადრებია გამოყენებული.

აღწერიდან ასევე ირკვევა, რომ HBO-ს საკულტო სერიალის მე–8 სეზონი, რომელიც ყველაზე მოკლე იქნება Game of Thrones–ის ისტორიაში, 2019 წლის აპრილში დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ სატელევიზიო შოუს დასკვნით ნაწილში 6 სერიას ვიხილავთ.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები