„შურისმაძიებლებმა“ კინოს ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარეს

„შურისმაძიებლებმა“ კინოს ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარეს
შოუბიზნესი / მაისი 7, 2018

ფილმმა „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დიდ ეკრანებზე გამოსვლიდან მე-11 დღეს კინოგაქირავებაში მისმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ რეკორდი მაშინ დამყარდა, როდესაც „შურისმაძიებლების“ პრემიერა რამდენიმე მსხვილ ბაზარზე ჯერ არც გამართულა. მაგალითად, ჩინეთში ფილმი 11 მაისს გამოდის.

აქამდე ეს რეკორდი „ვარსკვლავურ ომებს“ ეკუთვნოდა, რომელმაც ეს თანხა 12 დღეში გამოიმუშავა. საერთო ჯამში კი ეს ნიშნული სულ 34 ფილმს აქვს გადაკვეთილი.

პოპულარული სიახლეები