სიამ ახალი სინგლი გამოუშვა

სიამ ახალი სინგლი გამოუშვა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 16, 2018

ქსელში სიას ახალი სინგლი I’m Still Here გამოჩნდა. სიმღერა, რომლის რელიზი 11 ოქტომბერს შედგა, ავსტრალიელი ვარსკვლავისა და ფრანგული საბალეტო ფეხსაცმლის კომპანიის Repetto ერთობლივი კოლექციის პრომოუშენს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია HBO-ს ახალ დოკუმენტურ ფილმშიც გაჟღერდება, რომელიც აშშ-ის ტანვარჯიშის სექსუალური სკანდალის შესახებ მოგვითხრობს.

სიას უახლესი ნამუშევარი უკვე შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე – fortunaplus.ge.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები