Spotify–მ ათწლეულის 10 საუკეთესო სიმღერა გამოავლინა

Spotify–მ ათწლეულის 10 საუკეთესო სიმღერა გამოავლინა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 22, 2018

მუსიკალურმა სტრიმინგ პლატფორმამ, Spotify ათწლეულის 10 საუკეთესო სიმღერა გამოავლინა. პროექტის ავტორებმა ის ჰიტები დაასახელეს, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული იყო.

რეიტინგის პირველ ადგილზე ედ შირანის Shape of You დასახელდა, რომლისთვისაც ინგლისელმა მუსიკოსმა ,,გრემი”, ,,საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსისთვის” მიიღო.

საუკეთესო შემსრულებელი კანადელი რეპერი, დრეიკი გახდა.

ტოპ 10 მომღერალს შორის ასევე რიანა, ემინემი, კანიე უესტი, ჯასტინ ბიბერი, კელვინ ჰარისი, არიანა გრანდე, The Weeknd და Coldplay მოხვდნენ.

საუკეთესო სიმღერების ათეული ასეთია:
1. Ed Sheeran — Shape of You
2. Drake — One Dance (featuring Wizkid and Kyla)
3. The Chainsmokers — Closer (featuring Halsey)
4. Post Malone — Rockstar (featuring 21 Savage)
5. Ed Sheeran — Thinking Out Loud
6. Major Lazer — Lean On (with DJ Snake featuring MØ)
7. Luis Fonsi — Despacito (Remix) (with Daddy Yankee featuring Justin Bieber)
8. Justin Bieber — Love Yourself
9. Justin Bieber — Sorry
10. The Chainsmokers — Don’t Let Me Down (featuring Daya)

პოპულარული სიახლეები