ტეილორ სვიფტი ჩემოდანში – მომღერალი პაპარაცებს ორიგინალური გზით ემალება (ფოტო)

ტეილორ სვიფტი ჩემოდანში – მომღერალი პაპარაცებს ორიგინალური გზით ემალება (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 19, 2018

ზაფხულში, ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემლები საუბრობდნენ, რომ მომღერალი ქალაქში ჩემოდანში მჯდარი გადაადგილდებოდა. 28 წლის ვარსკვლავი დაცვის წევრებს გადაჰქონდათ. საინტერესოა, რომ ამ გზით ამერიკელი შემსრულებელი პაპარაცებისგან დამალვას ცდილობდა.

ამ დღეებში, ტეილორის მეგობარი, ზეინი, ბრიტანულ ,,ვოგთან” საუბრისას გამოტყდა, რომ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

,,დიახ, მას ქალაქში ჩემოდნით დაატარებდნენ”, –  თქვა One Direction-ის ექს-წევრმა.

ტეილორს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პაპარაცები გოგონას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. ყოველთვის, როცა იცის, რომ უღებენ სვიფტი კამერებს ხშირად საკმაოდ ორიგინალური გზითაც დამალვია. ქსელში მრავლადაა ისეთი ფოტო თუ ვიდეო მასალა, საიდანაც სხვადასხვა დაწესებულებიდან გამოსული მომღერალი ფოტოგრაფებისგან თავის არიდების მიზნით, მანქანამდე გვერდულად, კამერებისკენ ზურგშექცეული მიდის, რითაც მათ მისი სახის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები