ტინა კუნაკს მონიკა ბელუჩი შეახსენეს

ტინა კუნაკს მონიკა ბელუჩი შეახსენეს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 22, 2018

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანი ჩაღდებოდა, ახალგაზრდა მოდელი აბეზარი კრიტიკოსების შემოტევას ვერ აუდიოდა.

იყო შემთხვევები, როცა 21 წლის გოგონას 51 წლის კასელის ექს-მეუღლეს, მონიკა ბელუჩის ადარებდნენ.

ფრანგი ვარსკვლავის თაყვანისმცემლები თვლიდნენ, რომ ვენსანისა და მონიკას წყვილი ერთმანეთს უფრო უხდებოდა.

თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ დროთა განმავლობაში სკეპტიკოსები დამშვიდდნენ, რადგან გააცნობიერეს, რომ ეფექტურ ლამაზმანს ასაკის მიუხედავდ, შეეძლო კასელისთვის არაჩვეულებრივი კამპანია გაეწია, ვცდებოდით.

როგორც გაირკვა, წყვილის ქორწინების შემდეგაც კი აქტუალური დარჩა თემა, როგორ შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ერთად მონიკა და კუნაკის მეუღლე.

ამ დღეებში, ტინამ ,,ინსტაგრამის” გამომწერებს მისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მისცა, ზოგიერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა კი სიტუაციით ისარგებლა და კუნაკს ბელუჩი კვლავ შეახსენა, რადგან ფოტოზე, რომელიც ქსელში გავრცელდა, წერია: ,,მონიკა უკეთესი იყო”.

აღსანიშნავია, რომ ტინამ, რომელიც კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, მარტივად უპასუხა: ,,ლევინსკი?”.

შეგახსენებთ, რომ კასელს ბელუჩისთან ქორწინებიდან 2 ქალიშვილი ჰყავს, წყვილმა 1999 წელს იქორწინა და 2013 წელს დაშორდა. ვენსანი და კუნაკი საფრანგეთში 24 აგვისტოს დაქორწინდნენ.

 

პოპულარული სიახლეები