ვარსკვლავები, რომელთაც ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს – ჯერარდ ბატლერის ემოციური ფოტო ხანძრის ეპიცენტრიდან

ვარსკვლავები, რომელთაც ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს – ჯერარდ ბატლერის ემოციური ფოტო ხანძრის ეპიცენტრიდან
შოუბიზნესი / ნოემბერი 12, 2018

კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კვლავ მძვინვარებს. ხანძრების შედეგად, მთლიანად განადგურდა ქალაქი პარადაისი, ცოტა ხნის წინ კი ხანძრის მასშტაბები მალიბუსაც გასცდა.

სტიქიამ სხვებთან ერთად რამდენიმე ჰოლივუდელის სახლი შეიწირა, საბედნიეროდ ვარსკვლავებმა ევაკუაცია მოასწრეს.

ცნობილ სახეებს შორის, რომელთაც ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს: ლედი გაგა, კიმ კარდაშიანი, შერი, გილერმო დელ ტორო, მაილი საირუსი, ჯეკ ნიკოლსონი, კორტნი ლავი, შონ პენი, რობერტ დე ნირო და ჯერარდ ბატლერი არიან. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა დამწვარი სახლის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

,,ევაკუაციის შემდეგ ჩემს სახლში, მალიბუში დავბრუნდი. მძიმე დრო უდგას კალიფორნიას. დიდი მადლობა ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის თანამშრომლებს მათი თავდადებისთვის,” – დაწერა პოსტის აღწერაში 48 წლის მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული.

პოპულარული სიახლეები