,,ვცდილობ ამისთვის გადავუხადო” – ჯიჯი ჰადიდმა ჰეითერებს უპასუხა

,,ვცდილობ ამისთვის გადავუხადო” – ჯიჯი ჰადიდმა ჰეითერებს უპასუხა
შოუბიზნესი / ნოემბერი 19, 2018

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოდელმა, ჯიჯი ჰადიდმა ათობით პრესტიჟული გამოცემის გარეკანი უკვე დაამშვენა, ამასთან, მონაწილეობა მიიღო ასობით შოუში და რამდენიმე მსხვილი კონტრაქტიც გააფორმა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა სელებრითს, მიღწეულის გამო, მუდმივად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ.

ამ დღეებში, ,,რიბოკისა” და 23 წლის ვარსკვლავის ერთობლივი ფეხსაცმლის ახალი ხაზის Reebok x Gigi Hadid პრეზენტაციისას, ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზმა ჰეითერებს უპასუხა.

ერთ-ერთი აქტუალური შეთქმულების თეორია, რასაც ზეინის შეყვარებულის წარმატებას მიაწერენ, მდიდარი ოჯახი და დიდებული გვარია.

,,ბევრი ამბობს, რომ მე არ უნდა ვიყო იქ, სადაც ახლა ვარ, რადგან წარმატებული ოჯახის შვილი ვარ. ჩემი მშობლები ბევრს მუშაობდნენ იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის მიეღწიათ. მამა ლტოლვილი იყო, დედა კი ნიუ-იორკში, ფერმაში მუშაობდა, სადაც გამომუშავებულ თანხას ჩვენ, ლოს-ანჯელესში, გვიგზავნიდა. მათ მე მათივე მძიმე სამუშაოს შედეგად, არაჩვეულებრივი ცხოვრება მომცეს. ახლა მე ვცდილობ ამისთვის გადავუხადო”, – აღნიშნა ჯიჯიმ.

შეგახსენებთ, რომ იოლანდა და მუჰამედ ჰადიდების ყოფილი ოჯახის უფროსი ქალიშვილის მსგავსად, მოდელის კარიერით არიან დაკავებული მათი, 22 წლის გოგონა, ბელა და 19 წლის ვაჟი, ენვარი. იოლანდა ამერიკაში ცნობილი სატელევიზიო სახე და ექს-მოდელია, მუჰამედი კი მდიდრული არქიტექტურითაა დაკავებული.

პოპულარული სიახლეები