ყველაზე გავლენიანი სელებრითების ვინაობა ცნობილია

ყველაზე გავლენიანი სელებრითების ვინაობა ცნობილია
შოუბიზნესი / ნოემბერი 23, 2018

გლობალურმა საძიებო სისტემამ, Lyst მომხმარებლების ინტერესებზე დაყრდნობით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სელებრითები დაასახელა. ჩამონათვალში სპორტის, კინოსა და მუსიკის ცნობილი სახეები მოხვდნენ.

პოპულარული პლატფორმის ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სელებრითი, კაილი ჯენერია. 21 წლის ვარსკვლავს მისი უფროსი ნახევარდა, კიმ კარდაშიანი მოჰყვება, რომელიც რეიტინგის მეორე პოზიციაზე მოექცა.

საუკეთესო სამეულს მეგან მარკლი ხურავს. საინტერესოა, რომ კეიტ მიდლტონი ათეულშიც ვერ მოხვდა და მხოლოდ მე-16 ადგილს დასჯერდა.

2018 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სელებრითების ტოპ 10-ეული ასეთია:

  1. კაილი ჯენერი
  2. კიმ კარდაშიანი
  3. მეგან მარკლი
  4. ქარდი ბი
  5. ბიონსე
  6. სერენა უილიამსი
  7. კიარა ფერანი
  8. ბლეიკ ლაივლი
  9. რიანა
  10. არიანა გრანდე

პოპულარული სიახლეები