ზეინმა და ნიკი მინაჟმა დუეტი ჩაწერეს

ზეინმა და ნიკი მინაჟმა დუეტი ჩაწერეს
შოუბიზნესი / ნოემბერი 16, 2018

რამდენიმე საათის წინ, ქსელში ზეინისა და ნიკი მინაჟის დუეტის No Candle No Light პრემიერა შედგა. საინტერესოა, რომ ორი ვარსკვლავის თანამშრომლობის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში გახდა, სიახლემ კი დღის სინათლე სწორედ ახლა იხილა.

სინგლი, რომელიც ინგლისელი და ტრინიდადელი ვარსკვლავების პირველი კოლაბორაციაა, შეყვარებული წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლის გზები გაიყარა.

ვარაუდობენ, რომ სიმღერა ჯგუფ One Direction-ის ექს-წევრის მეორე სოლო სტუდიურ ალბომში შევა, რომლის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ვოკალისტმა Fingers გამოუშვა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები